აჭარის მუზეუმის ხელმძღვანელობის საქმიანი ვიზიტი უნგრეთში

აჭარის სამუზეუმო გაერთიანების, სსიპ" აჭარის მუზეუმის " დირექტორი თეონა ზოიძე და დირექტორის მოადგილე ჯუნა ხოზრევანიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში , ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა: უნგრეთის ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან ბატონ სიმონ ლაზლოსთან, პეტოფის ლიტერატურული მუზეუმის გენერალურიდირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დოქტორ პეტრა ტოროკთან , რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელთან ქალბატონ ორსოლია კოროსთან, ეოტვოს ლორანდის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან დოქტორ დეივიდ ბარტუსთან და არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორ დოქტორ ვიდა ტივადართან. მხარეები კულტურის, სამეცნიერო კვლევებისა და განათლების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ .